განათლება და კულტურა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში
საკვანძო სიტყვები
https://doi.org/10.61671/nbcp.v15i1.47საკვანძო სიტყვები
კულტურული ტრადიციები, საგანმანათლებლო ქსელი, კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულებები.ანოტაცია
აჭარის ისტორიული წარსულის კვლევაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მისი ცალკეული ადმინისტრაციული ერთეულის ისტორიის, ყოფა-ცხოვრების, კულტურისა და განათლების შესწავლას. აღნიშნული პრობლემატიკის კვლევაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხურია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, რომელიც გამოირჩევა თავისი ისტორიითა და კულტურული ტრადიციების მრავალფეროვნებით. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი მდებარეობს საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ოდითგანვე დიდი იყო ამ მხარის მიმართ დაინტერესება, რასაც, ცალკეულ ფაქტორთან ერთად, ხელი შეუწყო სპეციფიკურმა გეოგრაფიულმა პირობებმა, რომლის ძირითადი ნაწილი მთაგორიანია, ხოლო ნაწილი – შავი ზღვის სანაპირო ზოლს წარმოადგენს. პრობლემის შესწავლაში გათვალისწინებულია ის თავისებურებები, რაც ხელვაჩაურის მოსახლეობის სულიერ კულტურაში სამი რელიგიის სინთეზიდან გამომდინარეობს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შეგროვებული ეთნოგრაფიული მასალების, წერილობითი წყაროების, საარქივო მასალებისა და სპეციალური ლიტერატურის საფუძველზე შესწავლილია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის ისტორია. ოსმალეთის ეპოქაში შეჩერებული ხელვაჩაურის კულტურული განვითარება XIX საუკუნეში ქართველი მოღვაწეების დიდი ძალისხმევით კვლავ აღორძინდა, შემდგომი განვითარება კი XX საუკუნის შუა ხანებიდან იწყება. ეს პერიოდი გამოირჩევა წერა-კითხვის უცოდინარობის სრული ლიკვიდაციით, საგანმანათლებლო ქსელის გაფართოებით, კულტურული ქსელების ჩამოყალიბებით და ა.შ.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი დღევანდელი და წარსული კულტურული ტრადიციების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რომელმაც კულტურისა და განათლების პრობლემების დაძლევაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ხელვაჩაურის რაიონში განათლებისა და კულტურის განვითარების საფუძველია მრავალი სკოლა, სკოლამდელი დაწესებულება, კლუბი, ბიბლიოთეკების ქსელი.