ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიური ძეგლები (გონიოს ციხე)
საკვანძო სიტყვები
https://doi.org/10.61671/nbcp.v15i1.45საკვანძო სიტყვები
ხელვაჩაური, გონიოს ციხე, აფსაროსი, ბიზანტია, ოსმალეთის იმპერია.ანოტაცია
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გამორჩეული მნიშვნელობის ისტორიულ, არ-ქიტექტურულ და არქეოლოგიურ ძეგლს წარმოადგენს გონიოს ციხე. გონიო იდენტიფიცირებუ-ლია ანტიკურ და ბიზანტიურ წყაროებში მოხსენიებულ აფსაროს-აფსარუნტთან. გონიოს ტერიტ-ორიაზე მიკვლეული უძველესი არქეოლოგიური მასალა ადრერკინის ხანით თარიღდება. აფსაროსის შემოგარენში ფუნქციონირებდა სამთო-მეტალურგიული ცენტრი, რომელიც ძვ.წ. VIII-VII საუ-კუნეებით თარიღდება. უახლესი აღმოჩენებით დადასტურდა, რომ ეს ტერიტორია კლასიკურ ხანა-შიც ყოფილა დასახლებული. ელინისტური ხანიდან კი სამეურნეო-კულტურული ცხოვრება აღ-მავალი გზით მიდის.
აფსაროსი, როგორც ციხესიმაგრე, პირველად ახ.წ. 77 წლით დათარიღებულ ნაშრომშია მოხს-ენიებული. არ არის გამორიცხული, რომ რომაელებს აფსაროსში თავდაპირველად ხის დროებითი სიმაგრე აეგოთ. ქვის გალავნის მშენებლობა I-II საუკუნეების მიჯნაზე უნდა იყოს დაწყებული. ახ.წ. II-III სს. თარიღდება აბანო, წყალსადენი სისტემა და კოლექტორი და პრინციპიის ნაშთები.
ახ.წ. III საუკუნის მეორე ნახევრიდან აფსაროსი სასაზღვრო ბანაკად გადაიქცა. აფსაროსის ციხეს ახ. წ. IV საუკუნისთვის დროებით შეუწყვეტია ფუნქციონირება. არქეოლოგიური მასალა ცხა-დყოფს, რომ ახ.წ. IV საუკუნის შუახანებიდან ახ. წ. VI საუკუნის პირველი ნახევრის ჩათვლით, ციხე ფაქტიურად მიტოვებულია. ახ.წ. VIII საუკუნის შემდეგ წერილობით წყაროებში „აფსარი“ არ იხსე-ნიება. ფეოდალური საქართველოს ძლიერების ხანაში მის ადგილს იკავებს სახელწოდება „გონია“.
თამარის ეპოქაში, ტრაპიზონის იმპერიის შექმნის შემდეგ, გონია ამ იმპერიის შემადგენლობაშია. XIII ს. 90-იან წლებში ტრაპიზონის იმპერიას გამოეყო რიზე-გონიის პროვინცია და შეუერთდა საქართველოს სამეფოს. 1547 წელს ოსმალებმა დაიპყრეს ჭანეთი და მასთან ერთად „მცირე ქა-ლაქი გონია“. ოსმალებმა გონიოს ციხე გადააქციეს ავანპოსტად დაპყრობილ მიწებზე ბატონობის გასამტკიცებლად და დასავლეთ საქართველოს შემოსაერთებლად. 1877-78 წლების რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ, სხვა ტერიტორიებთან ერთად, გონიო საქართველოს დაუბრუნდა.