ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ისტორიიდან
საკვანძო სიტყვები
https://doi.org/10.61671/nbcp.v15i1.43საკვანძო სიტყვები
კოლხეთი, ლაზიკა, გონიო-აფსაროსი, ეროვნული მოძრაობა, სამშვიდობო მისიები.ანოტაცია
სტატიაში მოკლედ არის წარმოდგენილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ისტორია უძველესი დროიდან (ნეოლითის ხანა - ძვ. წ. VII-VI ათასწლეული) თანამედროვე პერიოდამდე. უძველესი პერიოდის ამსახველი არქეოლოგიური ძეგლებისა და წერილობითი წყაროების საფუძველზე განხილულია კოლხეთისა და ლაზიკის სამეფოს ისტორია, რომელიც გეოგრაფიულად მოიცავდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს.
ნაშრომში მოთხრობილია ისტორია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისა, რომელიც ქართლის (იბერია) და შემდეგ პონტოს სამეფოების შემადგენლობაში შედიოდა (სტრაბონის, პლინიუსის, კლავდიუს პტოლემაიოსის და სხვათა მიხედვით), მოგვიანებით კი - ქართლის, შემდგომ გურიისა და ლიხთიმერეთის ქართულ სამეფოში. საუბარია ბათუმის ირგვლივ არსებულ მნიშვნელოვან დასახლებებზეც - მატიუმზე, ციხისძირზე, აფსარუსზე (გონიო), ფიჭვნარზე. ყურადღება გამახვილებულია ქრისტეს მოციქულების აჭარაში მოგზაურობაზე და ამ ფაქტის ისტორიულ მნიშვნელობაზე.
ნაშრომში განხილულია რეგიონის რუსეთთან გაერთიანება (1878), მისი რუსეთის იმპერიასა და საბჭოთა შემადგენლობაში ყოფნის პერიოდიც. ასევე გადმოცემულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ეროვნული მოძრაობის ისტორიის მოკლე შინაარსი და საუბარია საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს იურისდიქციის აღდგენაზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ისტორიის უახლეს პერიოდზეც.