ხალხური მედიცინის ისტორიიდან აჭარაში
საკვანძო სიტყვები
https://doi.org/10.61671/nbcp.v15i1.39საკვანძო სიტყვები
ხალხური მედიცინა, დაავადებები, სამკურნალო მაგია, მკურნალობის მეთოდებიანოტაცია
ნაშრომი ეხება აჭარაში ხალხური მედიცინის ისტორიის წარმოჩენასა და მის მნიშვნელობას ზოგადად ხალხური მედიცინის შესწავლის საქმეში. წერილობითი წყაროების, ეთნოლოგიური მონაცემების, სამეცნიერო ლიტერატურის ანალიზისა და პრაქტიკული კვლევების საფუძველზე შესწავლილია ქართული ტრადიციული სამედიცინო ყოფის ცალკეული საკითხი, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია აჭარაში გავრცელებულ დაავადებებსა და მკურნალობის მეთოდებზე, წარმოდგენილია საგვარეულოები, რომლებიც ამ საქმით იყვნენ დაკავებულები და აგრეთვე, გაანალიზებულია მაგიის მნიშვნელობა ხალხურ მედიცინაში. კვ`ლევის პრაქტიკული ნაწილი ეხება დღევანდელ აჭარაში შემონახული მკურნალობის მეთოდების ანალიზსა და მნიშვნელობას.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ტრადიციული სამედიცინო ცოდნა და მკურნალობის მეთოდები აჭარაში უძველესი დროიდან იღებს სათავეს და გააჩნია თავისი განვითარების ეტაპები, მისი ისტორია იწყება წარმართული პერიოდიდან და დღემდე მოდის, სწორედ ამის გამო მას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
საველე მუშაობის საფუძველზე, მივედით იმ დასკვნამდე, რომ ხალხური მკურნალობის მეთოდები დღემდე არის შემორჩენილი რეგიონში, თუმცა ის მრავალფეროვანი სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც ტრადიციულად იყენებდნენ, მივიწყებულია და მხოლოდ ერთეულებთანაა შემონახული.
ხალხური მედიცინის საფუძვლიანი შესწავლა და მისი მიღწევების გამოყენება უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ის ერის მდიდარი ისტორიული წარსულისა და კულტურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.