ჟურნალის შესახებ
ჟურნალი, ,,ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის შრომები“, წარმოადგენს პლატფორმას მკვლევრებისთვის, რომლებიც მუშაობენ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში წარმოებული სამეცნიერო კვლევის შედეგებზე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, ფოლკლორის, დიალექტოლოგიის, ხელოვნებათმცოდნეობის, სოციოლოგიის მიმართულებით და სხვა. იგი დაფუძნებულია ბსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ,,ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის“ ინიცირებით და წარმოადგენს საერთაშორისო რეფერირებად და რეცენზირებად პერიოდულ გამოცემას. ჟურნალს აქვს საერთაშორისო სტანდარტული სერიული ნომერი პერიოდული გამოცემებისთვის. ჟურნალი გამოიცემა წელიწადში ორჯერ, ქართულ და ინგლისურ ენაზე.
ჟურნალის მისიაა: ჟურნალი ასახავს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში წარმოებული სამეცნიერო კვლევის შედეგებს ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, ფოლკლორის, დიალექტოლოგიის, ხელოვნებათმცოდნეობის, სოციოლოგიის მიმართულებით. იგი გამოდის წელიწადში ერთხელ ელექტრონული და ბეჭდური სახით.
გამოცემის მისიაა სოციალური, ჰუმანიტარული და ქართველოლოგიური კვლევების შედეგების გაშუქება და ინტერნაციონალიზაცია, თანამშრომლობა ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან, აკადემიური დისკუსიისთვის ხელშეწყობა, სამეცნიერო მიღწევების გაცნობა ფართო სამეცნიერო და საზოგადოებრივი წრეებისთვის.
ჟურნალის მიზნებია:
ა) სოციალური, ჰუმანიტარული და ქართველოლოგიური მიმართულებით აქტუალური საკითხების, კვლევის შედეგების წარმოჩენა, ფართო სამეცნიერო და საზოგადოებრივი წრეებისთვის სადისკუსიოდ გამოტანა;
ბ) მეცნიერთა ინფორმირებულობის გაზრდა, ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის იდეების, მიღწევების, ინფორმაციის გაცვლა, სამეცნიერო მიღწევების საერთაშორისო ინტეგრაცია უახლესი კვლევების შედეგების გავრცელება საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში.
ჟურნალის განვითარებისთვის მთავარი ამოცანებია:
ა) აკადემიური/სამეცნიერო პერსონალის და მკვლევარებისათვის სამეცნიერო-შემოქმედებითი პოტენციალის განვითარების ხელშეწყობა;
ბ) ჟურნალის პოპულარიზაცია, ქართველი და უცხოელი ავტორების მოზიდვა და საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემათა შორის ადგილის დამკვიდრება.
ჟურნალი წარმოადგენს ღიად ხელმისაწვდომ გამოცემას, რაც გულისხმობს მისი შინაარსის სრულად ხელმისაწვდომობას მომხმარებლებისათვის, ყოველგვარი დამატებითი გადასახადის ან რეგისტრაციის გარეშე.
ჟურნალი აღიარებს და ითვალისწინებს საერთაშორისო საგამომცემლო პრინციპებსა და საუკეთესო პრაქტიკას.