სარედაქციო პოლიტიკა
საავტორო უფლებები, ლიცენზირებისა და წვდომის ტიპი
,,ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის შრომები“ წარმოადგენს ღია წვდომის ჟურნალს, რაც ნიშნავს, რომ ჟურნალის კონტენტი სრულად არის გამოქვეყნებისთანავე უფასოდ ხელმისაწვდომი მომხმარებლებისა და ინსტიტუციებისთვის. მომხმარებლებს უფლება აქვთ ჟურნალის სტატიების სრული ტექსტები რეგისტრაციისა და გამომცემლის ან/და ავტორის წინასწარი ნებართვის მოთხოვნის გარეშე იხილონ, წაიკითხონ, გადმოწერონ, დააკოპირონ, გააზიარონ და დაბეჭდონ.
სტატიაზე საავტორო უფლებას ინარჩუნებს სტატიის ავტორი. ჟურნალში ,,ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის შრომები“ სტატიის გამოქვეყნების უფლების მოსაპოვებლად, ავტორები ვალდებულნი არიან დადონ შესაბამისი ხელშეკრულება გამომცემლობასთან.
გამოქვეყნების ღირებულება
სტატიების წარდგენა, განხილვა, რედაქტირება და გამოქვეყნება ჟურნალში ,,ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის შრომები“ უფასოა.
სადეპოზიტო პოლიტიკა
ჟურნალის ღია წვდომის ლიცენზიის თანახმად, სტატიის გამოქვეყნებისთანავე, ავტორებს უფლება აქვთ განათავსონ თავიანთი სტატიის საბოლოო გამოქვეყნებული ვერსია, ისევე როგორც ხელნაწერი და გამოსაცემად მიღებული ვერსიები ინსტიტუციონალურ ან/და ცენტრალურ არქივებში, იმ პირობით, რომ ჟურნალი მითითებული იქნება როგორც გამოქვეყნების თავდაპირველ ადგილი და დაცული იქნება ციტირების წესი. ავტორებს რეკომენდაცია ეძლევათ, PDF ვერსიის განთავსების გარდა მიუთითონ გამოქვეყნებული სტატიის ელექტრონული მისამართი.
საარქივო პოლიტიკა
საარქივო პოლიტიკის მთავარი მიზანია ჟურნალის ,,ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის შრომები“ არქივის შერჩევის, შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. საარქივო პოლიტიკა მოიცავს სამ ძირითად მიზანს:
- არქივის წარმოება სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისად;
- სტატიების პუბლიკაცია და რეგისტრაცია პროფესიული ნორმების შესაბამისად;
- საარქივო მასალასთან ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საგამომცემლო პრაქტიკის შესაბამისად.
არქივი შეიცავს სტატიებს, რეცენზიებს, აბსტრაქტებსა და სტატიებზე დართულ ბიბლიოგრაფიებს, რომლებიც გამოქვეყნდა ჟურნალში ,,ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის შრომები“. ეს მასალები წარმოადგენს დიდ სამეცნიერო ღირებულებას, რადგან მათში შედის კვლევითი მუშაობის მნიშვნელოვანი შედეგები.
,,ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის შრომები“ ინახავს მის სრულ ტექსტურ არქივებს ჟურნალისა და უნივერსიტეტის ვებსაიტებზე, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში.
თვითარქივირების პოლიტიკა
ავტორებს შეუძლიათ თავიანთი გამოქვეყნებული სტატიები განათავსონ პირად ვებსაიტებსა და სხვადასხვა მონაცემთა ბაზაში, იმ ჟურნალის სათაურისა და გამოცემის მონაცემების მითითებით, რომელშიც სტატია თავდაპირველად გამოიცა.
პლაგიატის პოლიტიკა
ჟურნალის ,,ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის შრომები“ მიზანია გამოაქვეყნოს ორიგინალური მაღალი ხარისხის კვლევითი ნაშრომები. ჟურნალში ხელნაწერის წარდგენა გულისხმობს იმას, რომ კვლევა არსად არის გამოქვეყნებული ან სხვაგან არ არის წარდგენილი გამოსაქვეყნებლად. თუ ავტორები იყენებენ გამოქვეყნებული ნაშრომის რომელიმე ნაწილს (ინგლისურ ან სხვა ენაზე), მათ უნდა გააკეთონ შესაბამისი ციტირება წყაროზე ან საჭიროების შემთხვევაში მიიღონ ნებართვა გამომცემლისგან ან საავტორო უფლებების მფლობელისგან.
სტატია, სადაც დასტურდება პლაგიატი, გამოსაქვეყნებლად არ განიხილება. თუ შემოწმების შემდეგ გამოსაქვეყნებელ ნაშრომში აღმოჩნდება პლაგიატი, დაუყოვნებლივ ეგზავნება შეტყობინება ყველა ავტორს, მათთან დაკავშირებულ ინსტიტუტებსა და დამფინანსებელ სააგენტოს, უარის მიზეზის მითითებით.
საჩივრის განხილვის პოლიტიკა
სტატიების განხილვისა და გამოსაცემად მომზადების პროცესში, აგრეთვე უკვე გამოქვეყნებულ სტატიებთან დაკავშირებით, რედაქციის თანამშრომლებს, ავტორებსა და მესამე პირებს შორის დავების მოგვარების მთავარი და სასურველი გზაა პირდაპირი კონტაქტები. საჩივრები ან პრეტენზიები წერილობით უნდა გადაეგზავნოს მთავარ რედაქტორს ელექტრონულ ფოსტაზე: nino.inaishvili@bsu.edu.ge ან nbi_cp@bsu.edu.ge
საჩივრის წერილში უნდა მიეთითოს დავის საგანი და გარემოებები, ასევე ავტორის და სტატიის სათაური, რომლის გარშემოც არსებობს პრეტენზია. პირები ან ორგანიზაციები, რომლებიც ამა თუ იმ საკითხზე საჩივრებს უგზავნიან ჟურნალის რედაქციას, დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ ეს საჩივრები განიხილება გონივრულ ვადაში. საჩივრების განხილვისას რედაქცია ეყრდნობა ჟურნალის მიერ მიღებულ საგამომცემლო ეთიკის ნორმებს.