ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობა 1921-1990 წლებში
საკვანძო სიტყვები
https://doi.org/10.61671/nbcp.v15i1.44საკვანძო სიტყვები
ჩაის კულტურა, ციტრუსოვნები, მეთამბაქოება, ეკონომიკა, კოლმეურნეობა.ანოტაცია
სტატიაში განხილულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბუნებრივ-კლიმატური პირობები, სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგები, წარმოების და მართვის ფორმები. აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორია ბუნებრივ-კლიმატური პირობებით არაერთგვაროვანია, რის გამოც სოფლის მეურნეობა მრავალდარგოვანია. ზღვისპირა ზოლში წამყვანი დარგი იყო ჩაის კულტურა და ციტრუსები, მთისწინა და მთიან ზონაში - მეთამბაქოება, მევენახეობა და მეხილეობა. სასოფლო-სამეურნეო წარმოების ძირითადი ფორმები იყო სახელმწიფო მეურნეობა, კოლმეურნეობა, სამეურნეობათაშორისი ორგანიზაციები.
სტატიაში დახასიათებულია სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების, სამეურნეობათაშორისი ორგანიზაციების მატერიალურ-ტექნიკური, წარმოებისა და ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობა. გაანალიზებულია ცვლილებები, რაც 1921-1990 წლებში განხორციელდა სოფლის მეურნეობის მართვის მიმართულებით. ნაჩვენებია ამ ცვლილებათა შედეგები. საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლების დროს არსებული სასოფლო-სამეურნეო წარმოებისა და მართვის ფორმები ისტორიის კუთვნილება გახდა.