ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ისტორიიდან

ავტორები

  • უჩა ოქროპირიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ისტორიისა და არქეოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი https://orcid.org/0000-0002-1696-0781

საკვანძო სიტყვები

https://doi.org/10.61671/nbcp.v15i1.43

საკვანძო სიტყვები

კოლხეთი, ლაზიკა, გონიო-აფსაროსი, ეროვნული მოძრაობა, სამშვიდობო მისიები.

ანოტაცია

სტატიაში მოკლედ არის წარმოდგენილი ხელვაჩაურის მუნიცი­პა­ლიტეტის ისტორია უძველესი დროიდან (ნეოლითის ხანა - ძვ. წ. VII-VI ათას­წლეული) თანამედროვე პერიოდამდე. უძველესი პერიოდის ამსახველი არქეოლოგიური ძეგლებისა და წერილობითი წყაროების საფუძველზე განხილულია  კოლხეთისა და ლაზიკის სამეფოს ისტორია, რომელიც გეოგრაფიულად მოიცავდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს.

ნაშრომში მოთხრობილია ისტორია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისა, რო­მელიც ქართლის (იბერია) და შემდეგ პონტოს სამეფოების შემადგენლობაში შე­დიოდა (სტრაბონის, პლინიუსის, კლავდიუს პტოლემაიოსის და სხვათა მიხედ­ვით), მოგვიანებით კი - ქართლის, შემდგომ გურიისა და ლიხთიმერეთის ქარ­თულ სამეფოში. საუბარია ბათუმის ირგვლივ არსებულ მნიშვნელოვან დასახ­ლე­ბებზეც - მატიუმზე, ციხისძირზე, აფსარუსზე (გონიო), ფიჭვნარზე. ყურადღება გამახვი­ლე­ბულია ქრისტეს მოციქულების აჭარაში მოგზაურობაზე და ამ ფაქტის ისტო­რიულ მნიშვნელობაზე.

ნაშრომში განხილულია რეგიო­ნის რუსეთთან გაერთიანება (1878), მისი რუ­სეთის იმპერიასა და საბჭოთა შემად­გენ­ლობაში ყოფნის პერიოდიც. ასევე გადმოცემულია ხელვაჩაურის მუნიციპა­ლი­ტეტში ეროვნული მოძრაობის ისტორიის მოკლე შინაარსი და საუბარია საქართ­ველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს იურისდიქციის აღდგენაზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ისტორიის უახ­ლეს პერიოდზეც.

##submission.authorBiography##

##submission.authorWithAffiliation##

 

 

##submission.downloads##

გამოქვეყნებული

2025-01-23

გამოცემა

სექცია

ისტორია და არქეოლოგია