მეურნეობის ტრადიციული დარგები და სამეურნეო ყოფა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში

ავტორები

  • ნოდარ კახიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ეთნოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი

საკვანძო სიტყვები

სამეურნეო ყოფა, მეურნეობის დარგები, სამიწათმოქმე- დო ტრადიციები

ანოტაცია

ნაშრომში, ეთნოგრაფიული საექსპედიციო მასალებისა და სხვა-დასხვა წერილობითი წყაროს მონაცემების საფუძველზე, შესწავლილია ხელვა-ჩაურის მუნიციპალიტეტის სამიწათმოქმედო ტრადიციები. კერძოდ, ტერიტო-რიაზე გავრცელებული მარცვლეული კულტურები (ფეტვი, ასლი, ღომი, ჭვავი,ქერი, პური), რომლებიც მოჰყავდათ სიმინდის კულტურის გაბატონებამდე (XIXსაუკუნის მეორე ნახევარი) და სიმინდის კულტურის მოვლა-მოყვანის აგროტექ-ნიკური ცოდნა-გამოცდილებანი. მაჭახლის ხეობაში ენდემური პურეულის - მა-ხას გავრცელების მაგალითზე გამოთქმულია მოსაზრება, რომ ხეობა უნდა ჩაით-ვალოს ამ ენდემური პურეულის ლოკალურ კერად, რაც დღემდე ცნობილი არ იყო.სარფისა და გონიოს ეთნოგრაფიული მონაცემების საფუძველზე შესწავლი-ლია რეგიონში ბრინჯის მოყვანის ისტორია და ტრადიციები. დადასტურებუ-ლია, რომ ბრინჯი გარდა შიდამოხმარებისა, საგარეო ვაჭრობის საგანიც იყო.ნაშრომი ეხება სიმინდის კულტურის დამკვიდრებას და მის გაბატონებულსასოფლო-სამეურნეო კულტურად გადაქცევას (XIX საუკუნის II ნახევარი), ასევე106მებაღეობასა და თამბაქოს მოვლა-მოყვანას. აღნიშნულია, რომ თამბაქოს კულტუ-რა განსაკუთრებით პოპულარული იყო კოლექტივიზაციის პერიოდში, როცაოჯახის შემოსავლის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ იქცა.ნაშრომში დახასიათებულია მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციები, ვაზისადა ხეხილის ჯიშები, ყურძნისა და მეხილეობის პროდუქტების დამზადებისა დამოხმარების ტრადიციები, მარნები და მათი ადგილობრივი გავრცელების კერები(ზემო ჩხუტუნეთი, სინდიეთი, კირნათი, კაპნისთავი, ჯოჭო, ორთაბათუმი).მარნებში მხოლოდ მაღალი ყურძენი იწურებოდა და ინახებოდა. დაბლარი ვაზისჯიშები მუნიციპალიტეტში ფართოდაა გავრცელებული 30-იანი წლების ბოლო-დან და დღემდე წამყვანი ადგილი უკავია. ნაშრომში, აგრეთვე, შესწავლილიამესაქონლეობა და მეფუტკრეობა. მეურნეობის ამ დარგებთან დაკავშირებულიშრომის ორგანიზაციის ფორმები, შრომის იარაღები, წეს-ჩვეულებები, ტოპონიმი-კური მონაცემები. ნაშრომს ერთვის საილუსტრაციო მასალა.

გამოქვეყნებული

2024-09-18