მონეტები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან
საკვანძო სიტყვები
https://doi.org/10.61671/nbcp.v15i1.41საკვანძო სიტყვები
ხელვაჩაური, ნუმიზმატიკა, არაბული მონეტები, ზარაფხანაანოტაცია
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ისტორიის კვლევისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის ნუმიზმატიკური მონაპოვარი. აღნიშნული კუთხით დიდ ინტერესს იწვევს არაბული მონეტების განძი, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდა 2004 წელს დაბა ხელვაჩაურში, მოქალაქე ზ. ზაქარაძის საკარმიდამო ნაკვეთში. მონეტები იმავე წელს ბათუმის არქეოლოგიის მუზეუმმა შეისყიდა. განძი შედგება 150 ვერცხლის ფულისაგან, რომელიც VIII-IX საუკუნეებით თარიღდება.
ხელვაჩაურის განძის შესწავლამ დაადასტურა, რომ ჭოროხის ქვემო წელში ადრეშუასაუკუნეებში ფულადი მეურნეობა, აღებ-მიცემობა და სავაჭრო ურთიერთობები განვითარების მაღალ საფეხურზე იდგა.
##submission.downloads##
გამოქვეყნებული
2025-01-23
გამოცემა
სექცია
ისტორია და არქეოლოგია