ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სულიერი კულტურა

ავტორები

  • თამილა ლომთათიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ეთნოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის განყოფილების ხელმძღვანელი/უფროსი მეცნიერი თანამშრომელი https://orcid.org/0000-0001-6163-5876

საკვანძო სიტყვები

https://doi.org/10.61671/nbcp.v15i1.40

საკვანძო სიტყვები

არამატერიალური კულტურა;, ტრადიციები;, მაგიურ-რელიგიური რიტუალები;, რელიგიური მრავალფეროვნება.

ანოტაცია

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ერთ–ერთი გამორჩეული რე­გიონია თავისი კულტურითა და ტრადიციებით. აქ დღემდეა მოღწეული ტრა­დი­ციული სულიერი კულტურის არაერთი მნიშვნე­ლოვანი ელემენტი: რწმენა-წარ­მოდგენები, მაგიურ-რელიგიური რიტუალები და დღესასწაულები, რომლებიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ხალხის ტრადიციულ ყოფასთან.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ეთნიკური ტრადიციების სიღრმითა და მრა­ვალფე­როვ­ნე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა. აქ არამატერიალური კულტურული მემკვიდ­რეობა წარმოდგენილია რთუ­ლი კომპლექსის სახით. მასში თანაარსებობს სხვა­დასხვა რელიგიისა და ეპოქის დანაშრევები. ზოგადად, სულიერი კულტურა ასა­ხავს და ინახავს ქვეყნის ცხოვრებაში მიმდინარე ყველა ცვლილებას. ხელვაჩაუ­რის მოსახ­ლე­ო­ბის სულიერ კულტურაზეც აისახა ამ მხარის ისტორი­უ­ლი ძნელბედობით გამოწვეული ყოფის ტრანსფორმაცია. წეს-ჩვეულებებს განსაკუთ­რე­ბულ სიცოცხლისუნარიანობას ანიჭებდა ის, რომ მათში საუკუნეების განმავ­ლო­ბაში, ახალი ჩვევების გაჩენასთან ერთად, წინა ეპოქების ტრადიციებიც შენარ­ჩუნდა.

XVI საუკუნემდე ხელვაჩაური, ისევე როგორც მთელი აჭარა, იყო საქართვე­ლოს ეკონომიკურად და კულტურულად დაწინაურებული მხარე, ერთიანი ქარ­თული ორგანიზმის განუყოფელი ნაწილი და ბუნებრივია, ისევე როგორც დანარჩენი საქართველო, ადგილობრივი მოსახლეობაც მტკიცედ იცავდა ქრისტია­ნულ სარწმუნოებას. ამ რწმენის საფუძველზე ვითარდებოდა ამ მხარეში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური წლის დაგეგმვა, ოჯახური და სოცია­ლუ­რი ცხოვრება, სულიერი კულტურა, მაგრამ ოსმალეთის სამსაუკუნოვანმა მმართ­ველობამ (XVI ს. 60-იანი წწ. - 1878 წ.) თავისი კვალი დატოვა სულიერ კულტუ­რა­ზეც. ამ ისტორიულმა პერიპეტიებმა განაპირობა ხელვაჩაურის მოსახლეობის სუ­ლიერ კულტურაში სამი რელიგიის დანაშრევების (წინაქრისტიანული, ქრისტია­ნუ­ლი და მაჰმადიანური) არსებობა. ამას ემატება ისიც, რომ მუნიციპალი­ტე­ტისთვის დამახასიათებელია მოსახლეობის ეთნიკური მრავალფეროვნებაც. აქ ცხოვრობენ ლაზები (სარფი), მუჰაჯირ აფხაზთა შთამომავლები და თურქებისგან დევნილი ბერძნები. ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ ხელვაჩაურის მოსახ­ლეობის სულიერი კულტურა სინკრეტული ფორმით ჩამოყალიბდა.

##submission.downloads##

გამოქვეყნებული

2025-01-22