საკულტო არქიტექტურის ძეგლები

ავტორები

  • მაია ჭიჭილეიშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

საკვანძო სიტყვები

https://doi.org/10.61671/nbcp.v1i2.22

საკვანძო სიტყვები

ხელვაჩაური, ეკლესიები, მეჩეთი, კულტურული მემკვიდრეობა

ანოტაცია

ნაშრომში განხილულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სა­კულ­ტო არქიტექტურის ძეგლები. შუა საუკუნეების ქრისტიანული მემკვიდ­რეობის ნიმუშია IX-X საუკუნეებში აგებული სარფის იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია, რომელიც წარმოადგენს მცირე ზომის ერთნავიან, დარბაზულ ეკლესიას აღმოსავლეთის შვერილი ნახევარწრიული აფსიდით.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საეკლესიო არქიტექტურის ძეგლებს შო­რის მნიშვნელოვანია საქართველოს შავიზღვისპირა ზოლში მცხოვრები პონ­ტოე­ლი ბერძნების მემკვიდრეობა, რომლის საინტერესო ნიმუშია XX საუკუნის დასაწ­ყისში აგებული სოფელ ახალშენის ფერიცვალების ეკლესია. ახალშენის ტაძრის არქიტექტურაში ვლინდება პონტოელ ბერძენთა ეკლესიების ტრადიციული ელემენტები: დიდი ზომები, ხალვათი შიდა სივრცე, განიერი სარკმლები.

მუსლიმანურ ძეგლებს შორის მხატვრული თვალსაზრისით გამორჩეულია სო­ფელ ზედა ჩხუტუნეთის მეჩეთი, რომელშიც 1984 წლიდან მაჭახლის ისტო­რი­ულ-ეთნოგრაფიული მუზეუმია მოწყობილი. მისი შიდა სივრცე, გადახურვის სისტემა, ხეზე კვეთილი ორნამენტული ჩუქურთმები ავლენს ქართული ხითხუ­როობის ტრადიციებს და აჭარული მუსლიმანური მეჩეთების თავისებურებებს.

ცნობები

წყაროების ჩამონათვალი

##submission.downloads##

გამოქვეყნებული

2024-07-24

გამოცემა

სექცია

ისტორია და არქეოლოგია